Thursday, July 2, 2009

ციცო ხაზიური

მე ვარ თელავის IX საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 2000 წლიდან ვეცნობი განათლების სისტემის ყველა ინოვაციას და ვნერგავ ჩემს პრაქტიკაში.
მიყვარს პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. დაინტერესებული ვარ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებით.
ჩემი ჰობია მხატვრული ლიტერატურის კითხვა.

გაგაცნობთ ჩემს პორტფოლიოს.


პროექტი: რუსთველის თანამედროვე მწერლები

პროექტის მიზანი:მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ XII-XIII ს-ის აღმოსავლური და დასავლური მწერლობის ნიმუშები,რათა უკეთ შეძონ ორიენტირება შოთა რუსთაველის პოემაზე.

სასწავლო პროექტი, ეყრდნობა რა მასწავლებლის მიერ წარმოდგენილ საინფორმაციო პრეზენტაციას ამ ეპოქის ირგვლივ,ითვალისწინებს შემდეგს:
  • საინიციატივო ჯგუფების შექმნა:
  1. მოსწავლეები მასწავლებლის პრეზენტაციიდან ამოირჩევენ ნაწარმოებს, ან მწერალს და იმუშავებენ რეფერატზე.
  2. პროექტის აქტივობების აღწერის მიზნით იქმნება ჟურნალისტური ჯგუფი,რომელიც გამოუშვებს გაზეთს.
  3. ექსპერტების ჯგუფი იმუშავებს დამკვირვებლურ შეფასება-ალბომზე "პროექტის მარგალიტები".
  • ჯგუფების შეხვედრა აღმოსავლეთმცოდნეებთან,ისტორიკოსებთან,ლიტერატორებთან.

მოსწავლეთა ასაკი შეადგენს 15-16 წელს

პროექტი ხორციელდება ორი კვირის განმავლობაში

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
  1. მასწავლებლის პრეზენტაცია
  2. მოსწავლეთა რეფერატების პრეზენტაცია
  3. გაზეთის პრეზენტაცია
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტი,რომელიც შეიძლება შეიქმნას:
  1. .მასწავლებლის პრეზენტაცია
  2. რეფერატი
  3. გაზეთი
  4. შეფასება-ალბომი "პროექტის მარგალიტები" (შთაბეჭდილებები, ფოტო-კოლაჟები,სურვილები.)

სხვებს ექნებათ საშუალება გაეცნენ პროექტის მონაწილეთა ნაშრომებს და მიიღონ მეტი ინფორმაცია რუსთველის თანამედროვეთა შესახებ.


სამუშაო ენა ქართულია.


სხვა სკოლებში შეგვიძლია გავავრცელოთ გაზეთები და შევთავაზოთ
დაინტერესებულ პირებს თანამშრომლობა.

პროექტის თემა გულისხმობს ინტეგრირებას ისტორიასთან.


კავშირი სასწავლო გეგმასთან:

ქართ. IX. 1. მოსწავლე ისმენს და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა
თვალსაზრისებს სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს
კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
• სხვადასხვა საშუალებით (მოკლე განმარტებების ჩართვა, გამეორება, ხმის აწევ-
დაწევა და სხვა) გამოკვეთს მნიშვნელოვან ადგილებს ზეპირი მოხსენებიდან;
• იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან
ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები);

ქართ. IX. 6. მოსწავლე კითხულობს ტექსტებს (მხატვრულს და არამხატვრულს),
რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა თვალსაზრისს პრობლემურ ან სადავო
საკითხებზე და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
წაკითხულის მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• კითხულობს სხვადასხვა სირთულის ტექსტებს (მათ შორის რომანებს), ხედავს
პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა პერსპექტივას და მსჯელობს იმ თემებსა და
საკამათო საკითხებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ ტექსტებს;
• გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულ ტექსტებში წარმოდგენილ
სხვადასხვა თვალსაზრისზე;

• აფასებს მხატვრულ ნაწარმოებში წარმოდგენილ კონფლიქტს / პრობლემას, ასევე
ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის ხედვას და პოზიციას ეპოქის ისტორიული,
კულტურული და ლიტერატურული ტრადიციების გათვალისწინებით;
• კითხულობს პრესას, ელექტრონულ ტექსტებს, აფასებს წარმოდგენილ არგუმენტებსა
და გამოთქმულ თვალსაზრისებს;
• წაკითხულ ტექსტებში ასახულ განსხვავებულ თვალსაზრისებს განიხილავს
განსხვავებული პოზიციებიდან (სუბიექტური, მოკამათის, ნეიტრალური);
• უკავშირებს წაკითხულ ტექსტში გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს
ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს
(ფილმებს).

ქართ. IX. 9. მოსწავლე წერილობით გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს სადავო ან პრობლემურ საკითხებზე; აჯამებს განსხვავებულ შეხედულებებს მოცემულ საკითხზე.

ფასილიტატორი: ციცო ხაზიური

ტელეფონი: 899 50 51 87
ელ-ფოსტა:www.cici.xa@gmail.com